მმართველი გუნდის ყოფილი წევრები გაკვირვებას გამოხატავენ მამუკა მდინარაძის განცხადების გამო

ქართული ოცნება

გამოქვეყნებულია  146 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

მმართველი გუნდის ყოფილი წევრები დიმიტრი ცქიტიშვილი და თამარ ჩუგოშვილი გაკვირვებას გამოხატავენ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადების გამო, რადგან კოკა ყანდიაშვილი „ქართული ოცნების“ ოფისში ხშირად უნახავთ:    

„ცოტა მიკვირს. არ ვიცი, კოკა ყანდიაშვილი არაერთხელ მინახავს ის და სხვათაშორის 2014 წლიდან, მანამდე ისე აქტიურად არ ვიყავი ჩართული. ვიცოდი, რომ პარტიის პიარსამსახურში იყო ჩართული მედიის მონიტორინგის კუთხით. რამდენადაც ვიცი ამით იყო დაკავებული, არაერთხელ მინახავს ის პარტიის ოფისში, საარჩევნო პერიოდშიც. ხელფასს იღებდა, ფორმალურად იყო თუ გაფორმებული, ეს არ ვიცი, ეს ფინანსურ სამსახურს და აღმასრულებელ სამდივნოს ეცოდინება, მაგრამ პარტიულ საქმიანობაში რომ მონაწილეობდა, ამას ვხედავდი" - განაცხადა დიმიტრი  ცქიტიშვილმა. 

"ძალიან გაკვირვებული ვარ. ამის გარდა ახლა ყველაფერს ველოდებოდი, ნამდვილად არ ველოდი ახლა ამას, რაზეც მამუკა მდინარაძემ ისაუბრა იმიტომ, რომ რაც ვიცი, მუშაობდა ახლა იქ ადამიანი და ვხედავდი. წარმოუდგენელია, უბრალოდ. მართლა სიტყვებს ვერ ვპოულობ ახლა, როდესაც მუშაობს ადამიანი, ფაქტია, იქ არის და ახლა უკვე აღმოჩნდა, რომ მელანდებოდა ამ წლების განმავლობაში. ამას არ ველოდებოდი ნამდვილად. მართლა შოკში ვარ", -  აცხადებს თამარ ჩუგოშვილმა

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება არ აქვს. ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ დასმულ კითხვას, თუ რა კავშირი აქვს კოკა ყანდიაშვილს მმართველ პარტიასთან. აღნიშნული შეკითხვა აქტუალური იმ კონტექსტში გახდა, რომ „ფეისბუქმა“ კოკა ყანდიაშვილის მედიაკომპანია „ესპერსონასთან“ დაკავშირებული ყალბი ანგარიშები წაშალა

 


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მმართველი გუნდის ყოფილი წევრები გაკვირვებას გამოხატავენ მამუკა მდინარაძის განცხადების გამო
  • unipress