შეხვედრის მიზანი იყო პოლიტიკურ სუბიექტთა პროგრამებში შშმ პირთათვის პრიორიტეტული საკითხების ჯეროვანი ასახვა

ზურაბ ჭიაბერაშვილი

გამოქვეყნებულია  180 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის,
ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ორგანიზაცია „მოძრაობა
ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრას
დაესწრო.
შეხვედრა ეხებოდა შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას
გაეროს შშმ პირთა უფლებათა კონვენციით განსაზღვრული სტანდარტების
შესაბამისად.
შეხვედრის მიზანი იყო ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა და
პოლიტიკურ სუბიექტთა პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთათვის პრიორიტეტული საკითხების ჯეროვანი ასახვა.
შეხვედრაზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა გაამხავილა ყურადღება იმ კონკრეტულ
გეგმებსა და მექანიზმებზე, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და შშმ პირთა უფლებების
კონვენციის ეფექტური და წარმატებული განხორციელება.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • შეხვედრის მიზანი იყო პოლიტიკურ სუბიექტთა პროგრამებში შშმ პირთათვის პრიორიტეტული საკითხების ჯეროვანი ასახვა
  • unipress