გერმანიის ელჩის არადიპლომატიურ განცხადებებს მოჰყვა ჩვენი პარტიისგან და პირადად ჩემგან სავსებით ობიექტური და ლოგიკური შეფასება - შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი

გამოქვეყნებულია  396 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

გერმანიის ელჩის არადიპლომატიურ განცხადებებს მოჰყვა ჩვენი პარტიისგან და პირადად ჩემგან სავსებით ობიექტური და ლოგიკური შეფასება, - განაცხადა „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა:

„გერმანიის ელჩმა, რომელიც მანამდე მუშაობდა მოსკოვში და წარმოადგენს პრეზიდენტ პუტინის მარჯვენა ხელს ნავთობის ბიზნესში, გერჰარდ შროდერის დაჯგუფებას, ჯერ ადრე შეირცხვინა თავი, როდესაც განაცხადა, რომ ჩვენი ბრალი იყო 2008 წელს ომის დაწყება და ჩვენ შევიჭერით ცხინვალში. მერე დაუშვა მეორე დიდი, არადიპლომატიური და არაეთიკური შეცდომა, როდესაც 20 ივნისს ბავშვებისთვის თვალების დათხრა გაამართლა და შეაფასა, როგორც პროპორციული და ადეკვატური რეაქცია ხელისუფლების. მესამედ დაუშვა შეცდომა, როდესაც თქვა, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობდა. რა თქმა უნდა, ასეთ არადიპლომატიურ განცხადებებს მოჰყვა ჩვენგან, ჩვენი პარტიისგან და პირადად ჩემგან სავსებით ობიექტური და ლოგიკური შეფასება იმ ყველაფრისა, რასაც ეს ბატონი წლების განმავლობაში აკეთებს. ამდენად, მითითებულ პოზიციაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს, პირადად თქვენი მონა-მორჩილი და ძალიან ვთხოვ ზოგიერთებს, ნუ აწუხებენ ჩვენს კოლეგა პოლიტიკურ პარტიებს ზედმეტი კითხვებით, ისინი არაფერ შუაში არიან“


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • გერმანიის ელჩის არადიპლომატიურ განცხადებებს მოჰყვა ჩვენი პარტიისგან და პირადად ჩემგან სავსებით ობიექტური და ლოგიკური შეფასება - შალვა ნათელაშვილი
  • unipress