ჭიათურაში არის ამ რეგიონის და საქართველოს განვითარებისა და გარდამტეხი ცვლილებების გასაღები

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  181 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთან საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანთან ერთად, ჭიათურაში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან.

დავით ბაქრაძემ მოსახლეობას გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს დასრულდება ის უიმედობა და უპერსპექტივობა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ მოუატანა ქვეყანას.

"31 ოქტომბერი არის შანსი შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ და ეს ცვლილებები არის აუცილებელი დღევანდელი კრიზისის, უმუშევრობის, გაჭირვების ფონზე.

ამიტომ, ევროპული საქართველო გახლავთ ის გუნდი, რომელსაც აქვს კონკრეტული ცვლილებების გეგმა , რომელიც გეგმავს გადასახადების შემცირებას, 100 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, პენსიის, სოციალურისა და დევნილის დახმარებების გაორმაგებას, კრიმინალის დამარცხებასა და თავისუფალი სასამართლოს შექმნას.

ეს ყველაფერი არის ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანასა და ხალხს მოუტანს უკეთესობას და შანსი, რომ ყველაფერი შეიცვალოს არის სწორედ 31 ოქტომბერს, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი მოვა და მოითხოვს გარდამტეხ ცვლილებებს.“ - განაცხადა ბაქრაძემ.

სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ სწორედ ევროპული საქართველოს გეგმა მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს როგორც ჭიათურას, ისე მთლიანად საქართველოს.

„ კამპანიის დამასრულებელი შეხვედრა გავმართეთ ჭიათურაში, რადგან ჭიათურაში არის გარდამტეხი ცვლილებების გასაღები, ჭიათურაში არის საქართველოს და ამ რეგიონის განვითარების გასაღები.

დღეს ჭათურა ნადგურდება, ის ებრძვის ეკოლოგიურ კატასტროფას, კრიმინალს, კორუფციას და ეს ყველაფერი დასრულდება და დასრულდება იმით, რომ წიაღისეულის გადასახადებიდან დიდი თანხა დარჩება აქ, ქალაქში და შესაბამისად ის დაემხარება არამარტო ჭიათურას, არამედ მთელ რეგიონს.“ - განაცხადა რატიანმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი. წერეთლის თქმით, ადამიანების დიდი სურვილია, რომ ამ არჩევნებზე შეცვალონ თავიანთი ცხოვრება უკეთესობისაკენ და 31 ოქტომბრის არჩევნები მათ აუცილებლად მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.

"ჩვენ ვხედავთ ადამიანების ძალიან დიდი სურვილს და გადაწყვეტილებას, რომ ამ არჩევნებზე შეცვალონ ცხოვრება საქართველოში. ეს მართლაც მათი პრეროგატივაა, ხალხის გადაწყვეტილება არის მთავარი და იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ამ ქვეყნის წინ წაყვანა, შევძლოთ იმ პროგრამის განხორციელება რაც ჩვენ გვსურს და მთავარი არის, რომ ადამიანები ეკონომიკურად უკეთ ცხოვრობდნენ საქართველოში, უმუშევრობა იყოს ნაკლები და ისინი უმკლავდებოდნენ ცხოვრების სირთულეებს გაცილებით უკეთ, ვიდრე დღეს, არის, სამართლიანი წესები იყოს ქვეყანაში, კანონი კანონობდეს და კრიმინალი დამარცხდეს, ამას სჭირდება ხალხის ნება და 31 ოქტომბერს გარდამტეხი ცვლილებები.“ - განაცხადა წერეთელმა.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ჭიათურაში არის ამ რეგიონის და საქართველოს განვითარებისა და გარდამტეხი ცვლილებების გასაღები
  • unipress