მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება

საქართველო

გამოქვეყნებულია  6,025 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მსახურება რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება.

ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, – ამის შესახებ პრემიერ-მინიტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა:      

„აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საპატრიქროსთან და პატრიარქთან, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი და არ დახუროს ეკლესიები და დაცული იყოს სოციალური დისტანცია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვის მიზნით.

ერთობლივი გადწყვეტილების შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ.

კერძოდ დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორ მეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები.

ამასთან, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის დაცვას.

დაბეჯითებით მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებში დაწესებული კომენდანტის საათის დროს, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იზღუდება გადაადგილება, ამ ნორმის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას“


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება
  • unipress