მუხთარლის არ შემოშვება უთავმოყვარეო ზეიმის გაგრძელებაა

ოთარ კახიძე

გამოქვეყნებულია  248 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოში არ შემოშვებას ეხმაურება.

კახიძის თქმით, აფგან მუხთარლი ხელისუფლების უშუალო ჩართულობით გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან და ამის მერე გააქრეს მტკიცებულებები, რომლებიც მის გატაცებას ამტკიცებდა.

კახიძის თქმით, მისი არ შემოშვებაც იგივე ხაზის გაგრძელებაა, რაც უნდა დასრულდეს 31 ოქტომბრის შემდეგ.

„აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლების უშუალო ჩართულობით გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან, შემდგომ გაანადგურეს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა მის გატაცებას და არ შექმნეს საგამოძიებო კომისია, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით.

რათქმაუნდა, მისი არ შემოშვებაც იგივე ხაზის გაგრძელებაა, მაგრამ მე მინდა ვუთხრა მთელ საზოგადოებას, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დასრულების შემდგომ, 31 ოქტომბრის მერე, ყველა ამ ბურუსით მოცულ საქმეს ნათელი მოეფინება, როდესაც ობიექტური გამოძიება ნათელ სურათს დაადგენს. მანამდე კი, ასეთ უთავმოყვარეო ზეიმში არის ჩვენი ქვეყანა, როდესაც ჟურნალისტებს დედაქალაქის ცენტრიდან იტაცებენ და საზღვარზე გადაყავთ ტომარაჩამოცმული, ეს ყველაფერი ცვლილებებთან ერთად დასრულდება.“ -აცხადებს კახიძე

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მუხთარლის არ შემოშვება უთავმოყვარეო ზეიმის გაგრძელებაა
  • unipress