რასიზმისა და პოლიციის მიერ მორიგი შავკანიანის დაჭრის გასაპროტესტებლად NBA-მ ყველა თამაში გადადო

NBA

გამოქვეყნებულია  118 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

NBA და WNBA-მ შავკანიანი ჯეიკობ ბლეიქისთვის პოლიციის მხრიდან ზურგში სროლის გამო, თამაშები გადადეს. ბლეიქს ვინსკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში პოლიციამ მიმდინარე კვირას ესროლა.

"ბოლო ოთხმა თვემ ნათელი მოჰფინა რასობრივ დისკრიმინაციას, რომელსაც ჩვენი აფროამერიკელი თემი აწყდება. მოქალაქეებმა ამ უსამართლობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს. რამდენიმე დღის წინ, ჩვენს მშობლიურ შტატ უინსკონსინში ისევ ვიხილეთ საშინელი ვიდეო, სადაც პოლიციის ოფიცერმა კენოშადან, ჯეიკობ ბლეიკს ზურგში შვიდჯერ ესროლა და, ასევე, ესროლეს აქციის მონაწილეებსაც, რომლებმაც მომხდარი გააპროტესტეს. ამ ყველაფრის შეცვლის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, კონკრეტული ქმედებები არ ჩანს. ამ პირობებში დღეს ჩვენი ფოკუსი კალათბურთი ვერ იქნება" - განაცხადა კალათბურთელმა, სტერლინგ ბრაუნმა.

კალათბურთელების ამ ქმედებას გუნდის ვიცე-პრეზიდენტი, ალქს ლაშრიც ტვიტერზე გამოეხმაურა და რეალური ცვლილებების მიღწევისთვის ბრძოლაში დახმარება აღუთქვა.

"რაღაცები კალათბურთზე ბევრად მნიშვნელოვანია. ჩვენი კალათბურთელებისა და ორგანიზაციის ქმედება აჩვენებს, რომ ყელში ამოგვივიდა. კმარა. ცვლილებები უნდა დაიწყოს. მე ამაყი ვარ ჩემი ბიჭების საქციელით და ჩვენ 100%-ით მოთამაშეების გვერდით ვართ, რათა მათ რეალური ცვლილელების მიღწევაში დავეხმაროთ", — დაწერა ტვიტერზე გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექს ლაშრიმ



NBA

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • რასიზმისა და პოლიციის მიერ მორიგი შავკანიანის დაჭრის გასაპროტესტებლად NBA-მ ყველა თამაში გადადო
  • unipress