მთავრობას არ სურდა ემიგრანტების არჩევნებამდე დაბრუნება, სწორედ ამიტომ უშვებენ ტესტით შემოსვლას არჩევნების შემდეგ

გიორგი კანდელაკი

გამოქვეყნებულია  108 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით ის რომ ქართული ოცნების მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში PCR ტესტით შემოსვლა პირველი ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი ადასტურებს იმას რომ დისკრიმინაციული კარანტინის არსებობის მთავარი მოტივი ათეულ ათასობით ემიგრანტის ქვეყანაში არჩევნებამდე დაბრუნების აღკვეთა იყო.

კანდელაკის თქმით, სწორედ ამ მიზეზით არ შეყავდა საქართველოს მთავრობას უსაფრთხო ქვეყნების სიაში საბერძნეთი და პოლონეთი, სადაც საქართველოს მრავალი მოქალაქე ცხოვრობს და იმ დროისთვის 5-ჯერ უკეთესი ეპიდსიტუაცია ჰქონდათ მათ, ვიდრე უსაფრთხო ქვეყნების სიაში მყოფ საფრანგეთს.

„ევროპული საქართველოს სახელით მინდა გამოვეხმაურო ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას, რომ 1 ნოემბრიდან ქვეყანაში შემოსვლა შესაძლებელი იქნება PCR ტესტის წარმოდგენით და აღარ იქნება ეს დისკრიმინაციული კარანტინი და გაიზრდება რეგულარული ფრენების რაოდენობა.

ეს განცხადება, გარდა იმისა, რომ სწორედ ამას ითხოვდა ევროპული საქართველო, ადასტურებს,რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ აქამდე დისკრიმინაციული კარანტინის არსებობას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, რომ ქვეყანაში არ დაეშვა ამ არაფორმალური ბლოკადის გამოცხადებით იმ საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება მასიურად, რომლებიც ეხლა სიძნელეების წინაშე არაინ მთელ ევროპაში და რომელთაც კორონავირუსის და ეკონომიკური კრიზისის გამო გასჩენოდათ სამშობლოში დაბრუნების სურვილი.

ბუნებრივად ისმის კითხვა, თუკი შესაძლებელია PCR ტესტით ქვეყანაში შემოსვლა, როცა დღეში გვაქვს 1200 შემთხვევა, რატომ იყო ეს შეუძლებელი და რატომ უნდა ჩაგვეყუდებინა ათასობით ჩვენი მოქალაქე ორკვირიან იძულებით კარანტინში? პასუხი მარტივია, იმიტომ, რომ მთავრობას არ დაეშვა ათეულათასობით გაბრაზებული, აქედან სიღარიბის გამო, ჩაფლავებული ქართული ოცნების მიერ შექმნილი სიღარიბის გამო  ქვეყნიდან სამუშაოს საძებნელად წასული ადამიანები.

სწორედ ამ მიზეზით იყო გამოწვეული ის, რომ უსაფრთხო ქვეყნების სიაში ქართული ოცნების მთავრობას არ შეყავდა საბერძნეთი და პოლონეთი, მაშინ როცა, საბერძნეთზე 5-ჯერ უარესი, იმ მომენტისთვის, ეპიდემიოლოგიური სურათის მქონე საფრანგეთი იყო შესული უსაფრთხო ქვეყნების სიაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ გარდა იმისა, რომ სახეზე გვქონდა მთელი ეს პერიოდი, მაშინ როცა, დღეში გვქონდა 20 შემთხვევა, ეს არაფორმალური ბლოკადა, არაერთი კვლევა არსებობს იმის შესახებ, რომ ამ დისკრიმინაციულ კარანტინს, რომლითაც მთავრობა უკრძალავდა ჩვენსავე მოქალაქეებს ქვეყანაში დაბრუნებას არჩევნებამდე, ამ დისკრიმინაციულ კარანტინს თან სდევდა კოლოსალური კორუფცია, რომლის შედეგადაც ხშირ შემთხვევაში ეს კონტრაქტები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ყოველგვარი ტენდერის გარეშე, აღმოჩნდებოდა ხოლმე ქართული ოცნების შემომწირველი კომპანიების თუ ინდივიდების ხელში და რეალურად, ამ სფეროში, რომლის ხელისმომწერიც იყო "ქართული ოცნების" პარტიული სიის ერთ-ერთი ახალი სახე, ქალბატონი ქვრივიშვილი, ამ კრიმინალზე ხელის მომწერი, რეალურად ამ სფეროში გაჩაღებული იყო წარმოუდგენელი კორუფციის დოღი. ქვეყანა დგას გარდამტეხი ცვლილებების ზღვარზე და მთავრობა, ჩვენს ისტორიაში  მეორედ აუცილებლად შეიცვლება ამჯერად კოალიციური მთავრობით." – განაცხადა კანდელაკმა.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მთავრობას არ სურდა ემიგრანტების არჩევნებამდე დაბრუნება, სწორედ ამიტომ უშვებენ ტესტით შემოსვლას არჩევნების შემდეგ
  • unipress