"ენგურჰესი" 20 იანვრიდან სამი თვით გაჩერდება

ენგურჰესი

გამოქვეყნებულია  247 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

რეაბილიტაციის გამო "ენგურჰესი" 20 იანვრიდან სამი თვით გაჩერდება, გვირაბის რემონტის გამო ჰესი 20 იანვრიდან აპრილის ბოლომდე შეწყვეტს მუშაობას. ჰესის გაჩერების პერიოდში ქვეყანას 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება.

როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა "ენგურჰესის" გაჩერების პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიას მიიღებს და ანაზღაურება აფხაზური მხარის მიერ მოხდება:

"ენგურჰესის" გაჩერებით ზიანი არ მიადგება ჩვენს ენერგოსისტემას, რადგან სეზონურად ამ დროს გამომუშავება მინიმალურია. რაც შეეხება, ამ პერიოდში როგორ მოხდება აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება, იქ უკვე გაკეთდა განცხადება, რომ ისინი იღებენ იმპორტულ ელექტროენერგიას რუსეთიდან და ანაზღაურებაც მათი მხრიდან ხორციელდება, ანუ ჩვენ ამ მიმართულებით არ ვმონაწილეობთ"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ენგურჰესი" 20 იანვრიდან სამი თვით გაჩერდება
  • unipress