იკრძალება 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა

საქართველო

გამოქვეყნებულია  749 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

საქართველოში ხვალ, დილის 08:00 საათიდან სამზე მეტი პირის თავშეყრა იკრძალება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული აკრძალვა არ ეხება სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს, თუმცა აქ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის დისტანცია.

„იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია

ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებს, რომლებიც განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ცალკე იქნება გაწერილი, ცალკე პროტოკოლები ექნებათ, რომელიც შეთანხმებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული და, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება“ ,- განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გახარიას განმარტებით, აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მარაზიაში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

„აკრძალულია 70 წელზე ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მარაზიაში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ვალდებულებაა, რომ მათ დაეხმაროს ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები“ ,- განაცხადა გახარიამ.

გახარია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი.

„გადაწყვეტილება მივიღეთ, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 8:00 საათიდან დაიწყება. ეს კარანტინი ნიშნავს შემდეგს – სრულიად იკრძალება ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგლება, როგორც ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისიწნების შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ასევე მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაყვანის მიზნით.

21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6 საათამდე. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდატო საათი“ ,- განაცხადა გახარიამ.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • იკრძალება 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა
  • unipress