ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციურმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ გაიმარჯვა

ლიეტუვა

გამოქვეყნებულია  85 ნახვა განახლებულია 9 თვის წინ

ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციურმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ „სამშობლოს კავშირი-ლიეტუვის ქრისტიან დემოკრატები“ გაიმარჯვა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მათ 24.7% მიღება შეძლეს. მმართველმა პარტიამ „ფერმერთა და მწვანეთა კავშირი“ კი, 17.6% აიღო.

ამასთან, მმართველ კოალიციაში შემავალმა კიდევ სამი პარტიიდან ვერც ერთმა 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

ლიეტუვის სეიმი 141 ადგილიანია. 70 დეპუტატს პროპორციული სიით, 71-ს კი, ერთმანდატიანი ოლქიდან მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ.

არჩევნების მეორე ტური 25 ოქტომბერს გაიმართება იმ ერთმანდატიან ოლქებში, სადაც კანდიდატმა გამარჯვებისთვის აუცილებელი ხმების მოგროვება პირველ ტურში ვერ შეძლო.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციურმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ გაიმარჯვა
  • unipress