მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი კანდიდატი მაია სანდუ ლიდერობს

მოლდოვა

გამოქვეყნებულია  82 ნახვა განახლებულია 8 თვის წინ

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში,ოპოზიციური პარტია "მოქმედებისა და სოლიდარობის" ლიდერი მაია სანდუ ლიდერობს. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით მაია სანდუმ არჩევნებში ხმების 56% მოიპოვა, მოქმედმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა კი -43%. ცესკო-ს ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 99%.

შეგახსენებთ, სანდუ ევროკავშირთან მჭიდრო კავშირების მომხრეა, მოქმედი პრეზიდენტი კი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსია.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. 1-ელ ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად, გამარჯვებისთვის საჭირო 50 %-ის მოპოვება ვერცერთმა კანდიდატმა შეძლო. პირველ ტურში მაია სანდუმ ხმების 36.1 % მიიღო, იგორ დოდონმა კი - 32.6 %

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი კანდიდატი მაია სანდუ ლიდერობს
  • unipress