"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილი, ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის დაშინებაზე საუბრობს

ლევან თარხნიშვილი

გამოქვეყნებულია  93 ნახვა განახლებულია 11 თვის წინ

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილი, ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის დაშინებაზე საუბრობს

ლევან თარხნიშვილის თქმით, ქართული ოცნების წარმომადგებლები, ევროპული საქართველოს ამომრჩეველს მოუწოდებდნენ შეეწყვიტა საკუთარი საქმიანობა და მას დაემუქრნენ. თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის კანონდარღვევა და ქართული ოცნების წარმომადგენლები უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით.

„საუბარია ვანიკო რონიკაშვილზე, რომელიც არის ოცნების დეპუტატი საკრებულოში, ქალბატონ ლელა ლუგაშვილზე, რომელიც არის ქართული ოცნების საარჩევნო უბნის უფროსი ხიდისთავის ზონაში და ამ ადამიანებმა სცადეს ზეწოლა განეხორციელებინათ ჩვენ წარმომადგენელზე, შალვა ქვრივიშვილზე, და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და საარჩევნო კამპანიის შეჩერებისაკნენ მოუწოდეს.

მინდა გავაფრთხილო ეს ადამიანები, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს და ნუ ეთამაშება ცეცხლს მთლიანად ქართული ოცნება. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამისთვის მათ მოეთხოვებათ პასუხი მთელი სიმკაცრით.

ამ ფაქტში ცინიკური არის ის, რომ გაუგებარია რითი ემუქრებოდნენ ბატონ შალვას. ეს ადამიანი არის ომის ვეტერანი და გამოვლილი აქვს თითქმის ყველა ომი საქართველოსთვის და მას 3 წლის წინ ჩამოართვეს სოციალური დახმარება. დღეს ის არის უმუშევარი და რასაც ის იღებს არის ვეტერანის სასაცილო, სამწუხაროდ, დახმარება. შესაბამისად, გაუგებარია რითი ემუქრებოდნენ მას, იმედია ეს არ იყო სიცოცხლის ხელყოფის მუქარა.

ამრიგად, ვაფრთხილებ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ნუ გადაყვებიან ქართულ ოცნებას, ქართული ოცნება არის განწირული დამარცხებისათვის 31 ოქტომბერს და შესაბამისად, ნუ ჩაყვებიან სამარეში ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. მოეგონ გონს და განახორციელონ თავიანთი საქმიანობა კანონის ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პასუხს აგებენ კანონის სრული სიმკაცრით.“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილი, ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის დაშინებაზე საუბრობს
  • unipress