"ევროპული საქართველოს" წევრები, ამბროლაურში მუნიციპალური აიპებ - ის თანამშრომლებზე ზეწოლაზე საუბრობენ

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  80 ნახვა განახლებულია 9 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" წევრები, გიორგი კანდელაკი და მაია კაციტაძე, ამბროლაურში მუნიციპალური აიპებ - ის თანამშრომლებზე ზეწოლაზე საუბრობენ.

14 ოქტომბერს, "ევროპული საქართველოს" წევრებმა გიორგი კანდელაკმა და მაია კაციტაძემ ევროპული საქართველოს ქუთაისის ოფისში ამბროლაურის მუნიციპალური აიპებ - ის თანამშრომლებზე ზეწოლის შესახებ ბრიფინგი გამართეს.

როგორც მაია კაციტაძემ აღნიშნა „ნებისმიერი სამსახურის მიერ თანამშრომლების აღწერა პოლიტიკური გემოვნების მიხედვით არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სწორედ ასეთი საქმიანობითაა დაკავებული ამბროლაურის მერია 12 ოქტომბერს,  საგანგებო შეხვედრების შემდეგ, ყველა ააიპ-ის დირექტორებს დაევალა სპეციალური ცხრილის შევსება, სადაც მითითებული უნდა იყოს თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი, რომელ მაჟორიტარობის კანდიდატს აძლევს ხმას და რომელ პარტიას. ეს უბრალოდ კრიმინალია.“

გიორგი კანდელაკის თქმით საჯარო მოხელეთა დიდი ნაწილი ქართულ ოცნებას ხმას მაინც არ მისცემს მაგრამ აღსანიშნავია რომ სიაში ფიგურირებენ დამლაგებლებიც კი რომლებზეც ზეწოლა ასევე ხორციელდება. 

„ერთ-ერთი გარდამტეხი ცვლილება რასაც ევროპული საქართველო მომავალ მთავრობასთან ერთად მოიტანს იქნება სწორედ ის რომ საჯარო მოხელეებს, მასწავლებლებს, ბაღის მასწავლებლებს, პოლიციელებს თუ მით უმეტეს დამლაგებლებს, არანაირი შეხება არჩევნებთან აღარ უნდა ქონდეთ,“ აღნიშნა კანდელაკმა.

მან ასევე გაიხსენა ქართული ოცნების მიერ გავრილოვის  ღამის შემდეგ საზოგადოების პროტესტის თვითმარქვია სტუდენტებით, სინამდვილეში კი ზონდერებით დისკრედიტაციის მცდელობები, რომელთაგან ერთ-ერთი თვალსაჩინო სახე, ბუთა კობახიძე, მაშინაც და ახლაც ამბროლაურის ერთ-ერთ აიპ-ს (საფეხბურთო კლუბ რაჭას) ხელმძღვანელობს.

„ამბროლაურშიც, წყალტუბოშიც, სადაც მე ვაწარმოებ ევროპული საქართველოს კამპანიას და სხვაგანაც მუნიციპალური აიპები სავსეა წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანებით რომლებმაც არც კი იციან რაში იღებენ ხელფასს. ამავე დროს, კეთილსინდისიერ თანამშრომლებზე ამხელა ზეწოლაა რისი არსებობა სწორედაც ოცნების ნერვიულობაზე მიუთითებს და მათ გარდაუვალი მარცხისგან ვერ იხსნის,“- დასძინა მან

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ევროპული საქართველოს" წევრები, ამბროლაურში მუნიციპალური აიპებ - ის თანამშრომლებზე ზეწოლაზე საუბრობენ
  • unipress