"ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ახმეტის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი წარუდგინა

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  123 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ახმეტის მოსახლეობას პარტიის
მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ
ჭიაბერაშვილი წარუდგინა.
დავით ბაქრაძემ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა ადგილობრივებს "ევროპული საქართველოს"
საარჩევნო პროგრამა გააცნეს, რომლის მიხედვითაც პენსია და სოციალურად დაუცველთა
დახმარება ორჯერ გაიზრდება. დავით ბაქრაძის განცხადებით - საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები და სწორედ ამ ცვლილებების გზა გადის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
ზურაბ ჭიაბერაშვილა ყურადღება გაამახვილა მოსახლეობის მძიმე სოციალურ
მდგომარეობაზე. მისი თქმ, ევროპული საქართველოს გეგმა, ითვალისწინებს ყველა იმ
კომპონენტს, რომელიც შეცვლის ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ.


"ახმეტაშიც და მთელ საქართველოშიც ხალხს სჭირდება ცვლილებები, ცვლილებები, იმიტომ
რომ დღევანდელმა ცხოვრებამ მოიტანა ძალიან ბევრი პრობლემა.უმუშევრობა, სიღარიბე,
გაზრდილი ფასები, კრიმინალი, ხოლო გამოსავალი არის ცხოვრების შეცვლა არჩევნების
გზით. ამ ცვლილებებს აქვთ კონკრეტული შინაარსი, მათ შორის ის, რომ მთავრობამ უნდა
შეამციროს თავისი ბიუროკრატიული ხარჯები და გაზარდოს პენსიები და სოციალური
დახმარებები, ნაკლები გადასახადებით ბიზნესს დარჩება მეტი ფული, რათა ქვეყანაში
უმუშევრობამ მოიკლოს, ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლომდე უნდა იქნას
მიყვანილი, რათა ყველა ქალაქსა თუ სოფელს ქონდეს გაზი, წყალი და სხვა კომუნალური
საშუალებები. სწორედ ასეთი ცვლილებები სჭირდება საზოგადოებას და ამ ცვლილებების
გზა გადის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. თითოეულ ადამიანს უნდა ესმოდეს,
რომ ოქტომბრის არჩევნები არის არა იმაზე თუ ვინ შევა კაბინეტში, არამედ ეს არის
ცვლილებების გზა, ადამიანების ცხოვრების შეცვლის გზა. მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს ბევრ
ადამიანს ესმის და დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება სწორედ
ცვლილებების არჩევნები" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.            


"მოსახლეობას როგორც აქ, ისე სხვა რეგიონებში, აწუხებს მძიმე სოციალური პრობემები.
ამის გამოსავალი არის ჩვენი საარჩევნო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სოციალური
დახმარებების გაზრდას და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას, რაც იქნება
გარდამტეხი, რათა ადამაინების ცხოვრება შეიცვალო. ევროპულ საქართველოს აქვს
კონკეტული გეგმა, თუ როგორც უნდა შემცირდეს უმუშევრობა და სიღარიბე, ხოლო ამ
ცვლილებებზე გზა გადის ოქტომბრის არჩევნებზე" - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ახმეტის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი წარუდგინა
  • unipress