აღდგომის დღესასწაული არ გაუქმებულა, აღდგომა გვჭირდება, როგორც არასდროს, – ამის შესახებ ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ სააღდგომო მიმართვაში განაცხადა.
ბრიტანეთის მონარქმა კორონავირუსთან დაკავშირებული შემზღუდველი ზომების დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. დედოფალმა ელისაბედმა თქვა, რომ განცალკევებულად ყოფნით მოსახლეობა ერთმანეთს იცავს:
„განცალკევებულად ყოფნით ჩვენ სხვებს ვიცავთ. აღდგომის დღესასწაული არ გაუქმებულა, ფაქტობრივად, ჩვენ გვჭირდება აღდგომა, როგორც არასდროს. დაე, აღდგომის იმედის ცოცხალი ალი იყოს მუდმივი წინამძღოლი ჩვენს მომავალში“

0 კომენტარი