თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სამართალი

გამოქვეყნებულია  156 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად, ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძღოლი კი, დაშავდა.

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
  • unipress