მუხრანში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა შემდეგ კი მეზობლის ავტომობილი გაიტაცა და გაიქცა

მკვლელობა

გამოქვეყნებულია  513 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუხრანში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე ადგილობრივები საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, ყელი გამოჭრა ორივეს და შემდეგ კი მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა.

მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მიზეზი შესაძლოა, სექსუალური ძალადობა იყოს. გავრცელებული ინფორმაციით, შვილიშვილმა ბაბუაზე შური დედაზე სექსუალური ძალადობის გამო იძია, რასაც არაოფიციალური ინფორმაციით, წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. 

„კი, ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ჩუმად არიან. რომ გამოვიდა ციხიდან, ყველაფერი ვიციო ამბობდა,“ - აცხადებს მეზობელი.

ამასთან, მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მამა და ბაბუა მოკლა, მკვლელობისთვის ნასამართლევია და ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მან ციხეში 10 წელზე მეტი გაატარა


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მუხრანში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა შემდეგ კი მეზობლის ავტომობილი გაიტაცა და გაიქცა
  • unipress