წარსულის პოლიტიკოსი დადებით შედეგს ვერ შექმნის ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში - ირაკლი ჩიქოვანი

მთავრობა

გამოქვეყნებულია  264 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

მიხეილ სააკაშვილი არის წარსულის პოლიტიკოსი და წარსულის პოლიტიკოსი დადებით შედეგს ვერ შექმნის ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, თანმიმდევრულობა, სისტემურობა, ან ღირებულებებზე დაყრდნობილი პოლიტიკის წარმოება მიხეილ სააკაშვილისთვის დამახასიათებელი არ არის.

„მიხეილ სააკაშვილი არის წარსულის პოლიტიკოსი და წარსულის პოლიტიკოსი დადებით შედეგს ვერ შექმნის ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში. თუმცა, სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს მართვაში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური თანამონაწილეობა საერთოდ განიხილება; ადამიანის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მძიმე დანაშაულშია მსჯავრდებული; ადამიანის, რომელზეც საქართველომ უკრაინას მიმართა, რომ გადმოეცა. ჩვენ დაველოდებით მოვლენებს და გვექნება შესაბამისი რეაქცია“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

აღნიშნულ კომენტარს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • წარსულის პოლიტიკოსი დადებით შედეგს ვერ შექმნის ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში - ირაკლი ჩიქოვანი
  • unipress