"ევროპული საქართველო" და აფხაზთა კრება აფხაზეთში უკანონოდ გაქირავებული უძრავი ქონების მფლობელ დევნილებს მიმართავენ

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  101 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

უკვე წლებია ჩვენს საზოგადოებას აწუხებს ოკუპირებული ტერიორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ჩვენი მოქალაქეებისთვის წართმეული უძრავი ქონების საკითხი. კანონიერ მფლობელთათვის წართმეული ქონება აქტიურად ქირავდება ისეთ პოპულარულ ევროპულ და ამერიკულ უძრავი ქონების გაქირავების პლატფორმებზე როგორებიცაა booking.com და AirBnB. დასავლური კორპორაციების მიერ წართმეული ქონების გაქირავება და შემოსავლის მიღრება ეთნიკური წმენდის ერთგვარი ლეგიტიმაცია და დაკანონებაა რასაც სახელმწიფო უნდა ებრძოდეს, მაგრამ არ ებრძვის.


დღეს გვსურს საზოგადოებას წარვუდგინოთ ინტეგრირებული ონლაინ ინსტრუმენტი რომელზეც დევნილებს შეეძლებათ საკუთარი სახლებისა და ბინების პოვნა თუკი ისინი ქირავდება ამ ორ პლაფორმაზე. ბინის ან სახლის აღმოჩენის შემთხვევაში, დევნილი უნდა დაუკავშირდეს აფხაზთა კრებას ფეისბუქის დახურული ჯგუფის საშუალებით.
შემთხვევათა გარკვეული რაოდენობის დაგროვებისა და საღი აზრის ფარგლებში ვერიფიკაციის შემდეგ, "ევროპული საქართველოს" დახმარებით, აფხაზთა კრება შეიტანს სარჩელებს აღნიშნული ორი კორპორაციის წინააღმდეგ სხვადასხვა დასავლურ სასამართლოებში.


ჩვენ ვხელმძღვანელობთ რამდენიმე საერთაშორისო პრეცედენტით და იმ პირობებში როცა სახელმწიფო დევნილთათვის წართმეული ქონების ევრპოპულ და ამერიკულ პლატფორმებზე უკანონო გაქირავების აღსაკვეთად არაფერს აკეთებს, დევნილები შეძლებენ როგორც კომპენსაციის მიღებას ასევე მოხდება როგორც ამ ბინებისა და სახლების შესაბამისი პლატფორმებიდან წაშლა. ამავე დროს, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია მოხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების საკითხის საერთაშორისო აქტუალიზაცია რასაც დეოკუპაციის პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
გასულ წელს ევროპულმა საქართველომ პარლამენტში შეიტანა რეზოლუცია რომლის ერთ-ერთი მტავარი ამოცანა მთავრობისთვის დევნილთა ქონების უკანონო გაქირავების აღკვეთა იყო, რაც ქართულმა ოცნებამ ჩააგდო.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩვენ ასევე გამოვიყენებთ პროგრამა „ჩვენი სახლის“ უძრავი ქონების მონაცემთა ბაზას რომელის შედგენაც 2006 წელს დაიწყო. მიუხედავად იმისა რომ 2013 წელს დასრულდა 78,000 უძრავი ქონების დეკლარირება, იუსტიციის სამინისტროს, რომლის ხელშიცაა აღნიშნული ბაზა, იგი საჯარო რეესტრში ჯერაც არ აუსახია.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ევროპული საქართველო" და აფხაზთა კრება აფხაზეთში უკანონოდ გაქირავებული უძრავი ქონების მფლობელ დევნილებს მიმართავენ
  • unipress