"ევროპული საქართველო" 17 ოქტომბერს დიდ მსვლელობას გამართავს რესპუბლიკის მოედნიდან ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისაკენ

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  158 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, "ევროპული საქართველო" 17 ოქტომბერს დიდ მსვლელობას გამართავს რესპუბლიკის მოედნიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისაკენ.

„უკვე კამპანია შევიდა გადამწყვეტ ფაზაში, პრაქტიკულად დარჩა 3 კვირაზე ნაკლები არჩევნებამდე და ევროპული საქართველო აგრძელებს აქტიურ კამპანიას საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის თბილისში და ჩვენ დღეს გვსურს გამოვაცხადოთ, რომ 17 ოქტომბერს, შაბათ დღეს, საღამოს 5 საათზე, გვექნება დიდი შეკრება რესპუბლიკის მოედანზე. ეს იქნება მრავალათასიანი შეკრება, ბუნებრივია დაცული იქნება ყველა წესი და სტანდარტი, რაც უკავშირდება ეპიდემიას, მათ შორის ნიღბები, დაშორება, დისტანცირება და ა.შ.

ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ჩვენ მხარდამჭერებს, რომ შემოგვიერთდნენ შაბათს, 5 საათზე ამ დიდ აქციაზე და ამ აქციის დასრულების შემდეგ გვექნება მსვლელობა იმ ადგილისაკენ, საიდანაც მოდის ყველა ბოროტება და ყველა პრობლემა ამ ქვეყანაში რაც ხდება, რაც არის წყარო როგორც დღეს არსებული უმუშევრობის, სიღარიბის და გარდა ამისა, უსამართლობის, რისი გამოვლინებაცაა ბოლო პერიოდში კარტოგრაფების საქმე, ამ ადგილისკენ, რომელიც არის ამ ყველაფრის წყარო და კარგად მიხვდებით, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრი.

ამიტომ, შაბათს, 5 საათზე, ყველა ადამიანს, რომელიც უკმაყოფილოა დღევანდელი მდგომარეობით, ვეპატიჟებით რესპუბლიკის მოედანზე, რათა შემდეგ ყველამ ერთად მოვაწყოთ საჩვენებელი მსვლელობა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისაკენ და ვაჩვენოთ მას თუ რამდენი ვართ და დავემშვიდობოთ ცოტა ნაადრევად არჩევნების დღემდე, მაგრამ გავუგზავნოთ ეს ძალიან ძლიერი შეტყობინება.“ -განაცხადა კაპანაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ევროპული საქართველო" 17 ოქტომბერს დიდ მსვლელობას გამართავს რესპუბლიკის მოედნიდან ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისაკენ
  • unipress