ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო სივრციდან საეჭვო სიმპტომებით მამაკაცი შეიყვანეს

ზუგდიდი

გამოქვეყნებულია  220 ნახვა განახლებულია 3 წელი წინ

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წუხელ ანაკლიის საკარანტინო სივრციდან მამაკაცი შეიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი აფხაზეთიდან დევნილი და ცხოვრობს ხონში. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, მამაკაცი სტუმრად იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონსა და დრანდაში.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ შეყვანის მომენტში მამაკაცს აღენიშნებოდა ცხელება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. პაციენტს უკვე ჩაუტარდა კვლევები და რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო სივრციდან საეჭვო სიმპტომებით მამაკაცი შეიყვანეს
  • unipress