ზუგდიდის საარჩევნო საოლქო კომისიამ, ნეიტრალურ წევრებად აირჩია პიროვნებები, რომლებიც არიან დაკავშირებულები ქართულ ოცნებასთან

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  165 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე, ზუგდიდის სააღცევნო საოლქო
კომისიის მიერ ნეიტრალური წევრების არჩევას ეხმაურება.
ბესიკ დონაძის თქმით, ზუგიდიდის საარჩევნო საოლქო კომისიამ, საუბნო კომისიებში
ნეიტრალურ წევრებად დანიშნა ქართულ ოცნებასთან დაკაშირებული პირები. დონაძის
თქმით, ეს ადამიანები ან პარტიასთან არიან დაკავშირებული ან დასაქმებულები არიან
საჯარო სამსახურში და ასრულებენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ზუგდიდის
მაჟორიტარობის კანდიდატის ქართული ოცნებიდან, ირაკლი ჩიქოვანის და მისი შტაბის
დავალებებს.
„ზუგდიდის საარჩევნო საოლქო კომისიამ, საუბნო საარჩევნო კომისიის ნეიტრალურ
წევრებად აირჩია პიროვნებები, რომლებიც არიან დაკავშირებულები ქართულ
ოცნებასთან, ესენია ზუგდიდის მერიის თანამშრომლები, ზუგდიდის საკრებულოს
თანამშრომლები, აიპ-ისა და სიპ-ის თანამშრომლები, სკოლის დირექტორები და
მასწავლებლები.
აღნიშნული პირები არიან მონურ მორჩილებაში მყოფი კომისიის წევრები, რომლებიც ასე
ვთქვათ, უსიტყვოდ შეასრულებენ ყველა იმ დავალებას, რომელ დავალებასაც მისცემს
ქართული ოცნება.
ძალიან სამწუხაროა, რომ ზუდიდის N67 საოლქო საარჩევნო კომისია გადაქცეულია
ქართული ოცნების დამატებით შტაბად და ყველა ის დავალება, რომელსაც ქართული
ოცნება აძლევს კომისიას, ზედმიწევნით სრულდება ეს დავალებები.“ -განაცხადა ბესიკ
დონაძე

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ზუგდიდის საარჩევნო საოლქო კომისიამ, ნეიტრალურ წევრებად აირჩია პიროვნებები, რომლებიც არიან დაკავშირებულები ქართულ ოცნებასთან
  • unipress