მთავარია, თბილისში რუსოფობიური კამპანია არ გაიზარდოს

სერგეი ლავროვი

გამოქვეყნებულია  1,548 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დღეს ვიდეოპრესკონფერენციაზე სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობაზეც ისაუბრა:                

„დღეს შვეიცარიის საელჩოში მოქმედებს რუსეთის ინტერესების სექცია და მოსკოვში ქართული ინტერესების სექცია, ელჩები არ გვყავს. მუშაობენ სექციის ხელმძღვანელები. ეს იძლევა კავშირების შენარჩუნების საშუალებას. თუმცა, ეს რომ სრულყოფილი საელჩო ყოფილიყო, მაშინ ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული საკითხების გადაწყვეტა უფრო ოპერატიულად და ეფექტურად იქნებოდა შესაძლებელი. 

რუსეთი საქართველოსთვის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორია. საქართველო იღებს გაზპრომისგან გაზს, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტებია. სამწუხაროდ, ჯერ არ არის ავიამიმოსვლა, იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში ეს პრობლემა მოგვარდება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რუსოფობური კამპანია არ იყოს“


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მთავარია, თბილისში რუსოფობიური კამპანია არ გაიზარდოს
  • unipress