ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში სამიზნეები დაბობმა

ისრაელი

გამოქვეყნებულია  214 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში სამიზნეები დაბობმა. „როიტერის“ ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალების სამიზნე ორი ობიექტი, მათ შორის რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო დაჯგუფების მიერ კონტროლირებული საწვრთნელი ცენტრი გახდა.

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ოპერაცია მას შემდეგ ჩაატარა, რაც არაბული ანკლავიდან ისრაელის ქალაქ აშდოდის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს. დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ღაზის სექტორიდან რაკეტების გაშვება ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ასევე ისრაელსა და ბაჰრეინს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხრეთით დასახლებულ პუნქტებში განგაშის სიგნალები ისევ ჩაირთო, რაც ღაზის სექტორიდან რაკეტების გაშვების დროს ხდება

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში სამიზნეები დაბობმა
  • unipress