თბილისში, მუხიანის დასახლებაში აფეთქება მოხდა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ერთსართულიან შენობაში მოხდა, რა გახდა აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
0 კომენტარი