"ქართულმა ოცნებამ" არჩევნების წაგების შიშისა და სასოწარკვეთის ფონზე გადაწყვიტა, ყოველდიურად იძალადოს იმ ადამიანებზე, რომლებიც დისკომფორტს უქმნიან

ელენე ხოშტარია

გამოქვეყნებულია  187 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკისა და საბურთალოს ოლქში, ელენე ხოშტრაია, მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ხოშტარიას თქმით, ეს არის ცეცხლთან თამაში და უკიდურესად საშიში პროცესი ჩვენი ქვეყნისათის.


„ცოტა ხნის წინ მარნეულში სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები ცემეს. ეს არის ცეცხლთან თამაში და უკიდურესად საშიში პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის. ქართულმა ოცნებამ არჩევნების წაგების შიშისა და სასოწარკვეთის ფონზე გადაწყვიტა, ყოველდიურად იძალადოს იმ ადამიანებზე, რომლებიც დისკომფორტს უქმნიან. შეხვედრებზე მისული ადამიანებზე, კანდიდატებზე, აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა უკვე ყოველდღიურობა გახდა. არც ერთ ჩვენგანს ამის არ ეშინია, პირიქით, ეს გვაძლიერებს და გვაერთიანებს, მაგრამ ეს არის საშიში ჩვენი ქვეყნისთვის. პოლიტიკური ბრძოლის ხაზი არ უნდა გადიოდეს
ძალადობაზე, ერთმანეთის განადგურებაზე. ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა საქართველოს ისტორიაში ამ სამარცხვინო ფურცლის ერთხელ და სამუდამოდ დახურვა.“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების წაგების შიშისა და სასოწარკვეთის ფონზე გადაწყვიტა, ყოველდიურად იძალადოს იმ ადამიანებზე, რომლებიც დისკომფორტს უქმნიან
  • unipress