ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მოსახლეობას ონლაინ იოგის გაკვეთილებს სთავაზობს. „იოგა მოდისთან ერთად“ ჰქვია ვიდეოების სერიას, რომელიც მის გვერდზე გამოქვეყნდა.
„იმედი მაქვს, იოგას ვარჯიშს რეგულარად დაიწყებთ“,- აღნიშნავს მოდი. მისივე თქმით, ვარჯიში ახლა აუცილებელია, რომ ხალხმა თავი ჯანმრთელად იგრძნოს.
შეგახსენებთ, ინდოეთში 1251 ადამიანია ინფიცირებული. დაღუპულთა რაოდენობამ 32-ს მიაღწია

0 კომენტარი