დეპუტატი გენადი მარგველაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა

გენადი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია  202 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"მე და ჩემს ბიჭს დაგვიდასტურდა კორონავირუსი. ჩემს მეუღლეს არ უდასტურდება. ტემპერატურის ცვალებადობა მაქვს 37.3 არის. თავიდან 38.0-ზე მეტი ტემპერატურაც გვქონდა, წნევის თამაში და გულის ფრიალიც მქონდა. პირველ დღეს ღებინების შეგრძნებაც მქონდა. ამას ვამბობ, რომ ადამიანებმა სიმპტომების თაობაზე იცოდნენ. ამ დროისთვის, 37.1 გრადუსი მაქვს. შეიძლება, დღის განმავლობაში 36,8-მდე ჩამოვიდეს და შემდეგ ისევ 37-ზე ადის. მესამე დღეა, ასეთი მდგომარეობა მაქვს. ინფიცირების წყაროს ვერ გიდასტურებთ. საკონტაქტო პირების თაობაზე ინფორმაცია მივაწოდე და ამოწმებენ" - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • დეპუტატი გენადი მარგველაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა
  • unipress