ვითარება რაც ბელორუსშია, გაკვეთილია ხელისუფლებებისათვის, ვინც ეცდება, რომ არჩევნებზე ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდეს

გიგი წერეთელი

გამოქვეყნებულია  400 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

ვითარება რაც ბელორუსშია, გაკვეთილია ხელისუფლებებისათვის, ვინც ეცდება, რომ არჩევნებზე ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდეს - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგი წერეთელმა, ბელორუსის ოპოზიციის ლიდერსა და საპრეზიდენტო კანდიდატთან, სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან, ონლაინ  შეხვედრა გამართა.

გიგი წერეთლის თქმით,  დღეს, ბელორუსში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრშია და ეუთოსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ დაეხმაროს  ბელორუს ხალხს  ვითარების განმუხტვასა და დიალოგის დაწყებაში.

წერეთელმა აღნიშნა, რომ ვითარება, რომელიც ბელორუსშია, უნდა იყოს გაკვეთილი ხელისუფლებებისათვის, ვინც ეცდება არჩევნებზე ხალხის ნების  წინააღმდეგ  წასვლას.

„ბელორუსში მიმდინარე მოვლენები არის მსოფლიო ყურადღების ცენტრში, შესაბამისად, ეუთოსთვის ეს დღეს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ დავეხმაროთ ვითარების განმუხტვას, იმას, რომ დიალოგი შედგეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, იმ ადამიანებს შორის, ვინც დღეს დგას ქუჩაში და ითხოვს სამართლიანი არჩევნების შედეგებს და ეს პროცესი უნდა იყოს მხარდაჭერილი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და სწორედ ამაზე მქონდა საუბარი ოპოზიციის ლიდერთან და საპრეზიდენტო კანდიდატთან, სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან. 

ვისაუბრეთ იმ გამოსავალზე რაც შეიძლება ამ მდგომარეობიდან იყოს, ოპოზიციის შეხედულებებზე და რა თქმა უნდა მიუღებლობაზე იმისა, რომ ძალიან ბევრი ლიდერი და სამოქალაქო საზოგადოების ძალიან ბევრი წარმომადგენელი დღეს ან დაპატიმრებულია ან ქვეყნიდან არის გაძევებული. ის ვითარება რაც ბელორუსშია, ძალიან საინტერესოა როგორც გაკვეთილი ხელისუფლებებისათვის, ვინც ეცდება, რომ არჩევნებზე ხალხის ნების წინააღმდეგ გადადგას ნაბიჯები.“ - განაცხადა გიგი წერეთელმა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ვითარება რაც ბელორუსშია, გაკვეთილია ხელისუფლებებისათვის, ვინც ეცდება, რომ არჩევნებზე ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდეს
  • unipress