დაამატეთ 10 ხელმოწერა და მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოხსნას "პატრიოტთა ალიანსი" არჩევნებიდან

ირმა ნადირაშვილი

გამოქვეყნებულია  182 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პარტია გამოდის ინიციატივით, რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა 'პატრიოტთა ალიანსი' საპარლამენტო არჩევნებიდან მოიხსნას. 

ნადირაშვილის თქმით, საკითხის განსახილველად 30 პარლამენტის წევრის თანხმობაა საჭირო და ოცი ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერა უკვე არსებობს. ევროპული საქართველოს წევრმა მმართველი გუნდის წევრებს მიმართა, რომ დაამატონ დანარჩენი ხელმომწერები.                        

"პატრიოტთა ალიანსი" აკეთებს იმას, რასაც კრემლი ავალებს. თუ ეს თქვენი შექმნილი პრობლემა არაა, "ევროპული საქართველო" დღეს ვაქვეყნებთ ინიციატივას, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმოწერებით და მოვითხოვოთ პატრიოტთა ალიანსის არჩევნებიდან მოხსნა. ამისთვის 30 პარლამენტის წევრის ხელმოწერაა საკმარისი. ჩვენი 20 ხელმოწერა იქნება და მივმართავ უმრავლესობას - დაამატოს დანარჩენი ხელმოწერები. თუ ეს გუნდი თქვენი გაგრძელება არაა, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოხსნას ეს პოლიტიკური ჯგუფი არჩევნებიდან". 

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა შეიყვანა "პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტში და სწორედ " ქართული ოცნებაა"  პასუხისმგებელი, რომ საქართველოს პოლიტიკაში არსებობს ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ატარებს
კრემლის ინტერესებს.
"გამოქვეყნდა დოკუმენტები და უბრალოდ, ტელევიზორს უნდა შეხედოთ და ნახოთ პუტინის ადმინისტრაციიდან როგორ ურჩევენ რაზე ისაუბრონ, როგორ არის მათთვის ფული გამოქვეყნებული" - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • დაამატეთ 10 ხელმოწერა და მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოხსნას "პატრიოტთა ალიანსი" არჩევნებიდან
  • unipress