ჩინეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა რუსეთიდან არის იმპორტირებული

ჩინეთი

გამოქვეყნებულია  1,666 ნახვა განახლებულია 3 წელი წინ

ბოლო 24 საათში ჩინეთში „კოვიდ-19“ ის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მათი უმრავლესობა – 79 შემთხვევა რუსეთიდან არის იმპორტირებული. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 65 უსიმპტომოა. ჩინეთმა არსებული მდგომარეობის გამო ქალაქ სუიფენში რუსეთთან საზღვარი ჩაკეტა. ჰარბინში კი, რომელიც ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია ხეილუნძიანის დედაქალაქია, 28 დღიანი კარანტინი დაწესდა იმ ადამიანებისთვის, ვინც საზღვრებს გარეთ იმყოფებოდნენ.

ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 82 249 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 3 341 ადამიანი

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ჩინეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა რუსეთიდან არის იმპორტირებული
  • unipress