რუსეთში, მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთი

გამოქვეყნებულია  365 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

სააგენტო „ტასის" ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ კრასნოგორსკში, მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით, ცეცხლის გაჩენის დროს შენობაში 37 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან რვა თავშესაფრის პერსონალი. ჰოსპიტალიზებულია ცხრა ადამიანი. მათგან ექვსი რეანიმაციაში იმყოფება.

 შეტყობინება ხანძრის შესახებ ადგილობრივი დროით შუაღამით მიიღეს. ცეცხლი ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მაშველებმა დაახლოებით საათსა და ათ წუთში შეძლეს


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • რუსეთში, მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა
  • unipress