ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვა საეჭვო ღონისძიებაა - ნუ მისცემთ ბანკებს საშუალებას, იშოვონ მილიონები

მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნებულია  192 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ვალუტის გამდაცვლელი პუნქტების დახურვა მთლიანად კლავს კონკურენციას სავალუტო ბაზარზე და ხელებს უხსნის ბანკების მონოპოლიას ამ სეგმენტში, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

“საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვის შესახებ ფრიად საეჭვო ღონისძიებაა, რომელიც მთლიანად კლავს კონკურენციას სავალუტო ბაზარზე და ხელებს უხსნის ბანკების მონოპოლიას ამ სეგმენტში, რაც უკიდურესად უარყოფითად აისახება განსაცდელში ჩავარდნილ მოქალაქეებზე. შესაბამისად, ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ვალდებულნი არიან, დააწესონ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის მინიმალურად დაბალი და ფიქსირებული მარჟა, რათა დავიცვათ მოქალაქეთა ინტერესები და მთლიანად შევზღუდოთ ბანკების მტაცებლური სპეკულატიური ინტერესები. დღეს უნდა ვზრუნავდეთ მოქალაქეთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე და არა ბანკების გამდიდრებაზე. ნუ მისცემთ ბანკებს იმის საშუალებას, რომ ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს მოქალაქეთა ხარჯზე იშოვონ მილიონები. არ ეყოთ რაც ძარცვეს აქამდე? ეს უპატიებელი დანაშაული იქნება ქვეყნისა და ერის წინაშე”

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვა საეჭვო ღონისძიებაა - ნუ მისცემთ ბანკებს საშუალებას, იშოვონ მილიონები
  • unipress