საოფისე სივრცეებში, მაგიდათა შორის მხოლოდ ორმეტრიანი დისტანციის დაცვა ეფექტს ნამდვილად არ მოგვცემს

ხათუნა ზახაშვილი

გამოქვეყნებულია  404 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

საოფისე სივრცეებში მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა სამუშაო მაგიდათა შორის ეფექტს ნამდვილად არ მოგვცემს და ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:       

„ოფისებსა და დახურულ სივრცეში მუშაობისას წესების დაცვაში მხოლოდ მანძილი და ფიზიკური დისტანცირება არ იგულისხმება. აქ აუცილებლად უნდა იყოს სხვა წესები დაცული, როგორიცაა სწორი განიავება, სწორი აირაცია და ხშირი დალაგება სველი წესით, სათანადო სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა სამუშაო მაგიდათა შორის ეფექტს ნამდვილად არ მოგვცემს და ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ. რეკომენდირებულია საოფისე სივრცეში ხანგრძლივი დროით მუშაობისას გვქონდეს გამწოვი ვენტილაციები, გამტანი სისტემები ან პირდაპირი განიავების საშუალებები. თითოეულ ადამიანზე უნდა მოდიოდეს 4-8 კვადრატული მეტრი".

მისივე თქმით - სამსახურების უმრავლესობა ონლაინრეჟიმზე არიან გადასულები და თუ იძლევა ამის შესაძლებლობას სამსახური, რა თქმა უნდა, რეკომენდებულია ამ ტიპის მუშაობის გაგრძელება. თუ აუცილებელია თქვენი ფიზიკური ყოფნა ამა თუ იმ სამსახურში, სოციალურ თუ ადამიანურ თანადგომას გავუწიოთ ანგარიში. ვიღაც ადამიანებისთვის მისვლა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება უფრო მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთ ადამიანებს უნდა მიეცეთ უპირატესობა მოქალაქეების ურთიერთთანადგომით. ერთიანი მზა რეცეპტი როგორ უნდა იმუშაოს ავტოტრანსპორტმა, როგორ უნდა განისაზღვროს ადამიანთა პრიორიტეტები მე ჩავჯდე ტრანსპორტში თუ ვინმე სხვა, რა თქმა უნდა, არ არსებობს და ეს ყველაფერი მომავალში დახვეწას საჭიროებს. თუმცა, ერთი რასაც კორონა გვასწავლის, გადატვირთული ავტოტრანსპორტი დიდხანს დარჩება საფრთხედ. ჯერჯეორბით, თუ ამუშავდა საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი და მეტრო, უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად ნიღაბი ცხვირსა და პირზე აფარებული. კარგი იქნება თუ ხელებს ტრანსპორტით სარგებლობის მერე დაიბანთ ან დაიმუშავებთ სპირტის შემცველი ხსნარებით. ახლა რომ საზოგადოებრვი ტრანსპორტით სარგებლობა იგივე მასშტაბით იყოს, დარწმუნებული იყავით მალე მივიღებდით მეორე ტალღას. ონლაინმუშაობა იმიტომ დაუშვა სახელმწიფომ. ძალიან ბევრი სამსახურები გადავლენ ამ ტიპის მუშაობაზე, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება. ნაკლები მობილობა! ამან მოგვცა ის, რომ არ გვაქვს დღეს 3,4 ,5 ათასი შემთხვევა ქვეყანაში“


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საოფისე სივრცეებში, მაგიდათა შორის მხოლოდ ორმეტრიანი დისტანციის დაცვა ეფექტს ნამდვილად არ მოგვცემს
  • unipress