აჭარაში ჯანდაცვის სისტემა გაუმართავია და ეს ეპიდსიტუაციის მართვისას გამოიკვეთა

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  320 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატის ვახტანგ კალოიანის განცხადებით, აჭარაში ჯანდაცვის სისტემა გაუმართავია და ეს ეპიდსიტუაციის მართვისას გამოიკვეთა.

როგორც ვახტანგ კალოიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექიმებს რისკის ფასად უწევთ მუშაობა და გაუმართავი ჯანდაცვის სიტემის გამო, სამი ადამიანი დაიღუპა.

" ხელისუფლების 6-თვიანმა უმოქმედობამ მიგვიყვანა ძალიან მძიმე ვითარებამდე, ვირუსის მაღალ გავრცელებამდე და სამედიცინო სფეროში კოლაფსამდე. ექიმებს ტექნიკური აღჭურვილობის, ასევე დაფინასების პრობლემა აქვთ. "ქართული ოცნება" გვატყუებდა თვეების განმავლობაში- თითქოს, ექიმების გადამზადება ახალი სისტემით მიდიოდა. 22 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ სახლში მკურნალობის დოკუმენტი დაამტკიცა. თითქოს, ისინი, 4 თვის განმავლობაში, პირველადი ჯანდაცვის ექიმებს ტრენინგებს უტარებდნენ. ხელფასები, ტექნიკური აღჭურვილობა, ნაკადების მართვა ისევ გამოწვევად რჩევა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. ეს არის სამწუხარო მაგალითი, ამას ეწირება ადამიანების სიცოცხლე. რეგიონში სამი ადამიანი უკვე დაიღუპა, იმიტომ რომ სისტემა მოწესრიგებული არ იყო",- განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • აჭარაში ჯანდაცვის სისტემა გაუმართავია და ეს ეპიდსიტუაციის მართვისას გამოიკვეთა
  • unipress