ქოცებმა სტანდარტი აშკარად შეცვალეს, პრესცენტრს მიმართეთო აღარ ამბობენ - ზემოდან არის ბრძანებაო პასუხობენ

ხათუნა გოგორიშვილი

გამოქვეყნებულია  225 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში, ხათუნა გოგირიშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას განცხადებას ეხმაურება.

გუშინ, ხათუნა გოგორიშვილმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გურიაში მიმართა, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებლებისთვის ჩაეტარებინათ კორონავირუსზე ტესტი. გოგორიშვილა აღნიშნა, რომ მასწავლებლების კორონავირუსზე არ შემოწმება უდიდესი უპასუხისმგებლობა და დანაშაულია.

დღეს, ხათუნა გოგორიშვილს უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  გურიის რეგიონის ხელმძღავნელმა, არჩილ მჟავიამ და განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებდა, რადგან ზემოდან იყო ბრძანება.

ხათუნა გოგირიშვილის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეცვალეს სტანდარტი და ნაცვლად იმისა, რომ პიროვნება პრესცენტრთან გადაამისამართონ, ახლა ამბობენ, რომ ვერ უპასუხებენ განცხადებას, რადგან ზემოდან არის ბრძანება.

„ქოცებმა სტანდარტი აშკარად შეცვალეს, პრესცენტრს მიმართეთო აღარ ამბობენ - ზემოდან არის ბრძანებაო პასუხობენ“ -  განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ქოცებმა სტანდარტი აშკარად შეცვალეს, პრესცენტრს მიმართეთო აღარ ამბობენ - ზემოდან არის ბრძანებაო პასუხობენ
  • unipress