შანსები თანაბარია, თუ ოპოზიცია გონივრულად მოიქცევა, გავიმარჯვებთ - ზურაბ ჯაფარიძე Edison Research კვლევაზე

ზურაბ ჯაფარიძე

გამოქვეყნებულია  187 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

შანსები თანაბარია, თუ ოპოზიცია გონივრულად მოიქცევა, გავიმარჯვებთ - ზურაბ ჯაფარიძე Edison Research კვლევას ეხმაურება:                 

"მგონი, რასაც ეს კვლევა აჩვენებს, მთავარი არის ის, რომ ხელისუფლების და ოპოზიციის შანსები არის, დაახლოებით, ერთნაირი. თუ ოპოზიცია მოიქცევა გონივრულად და ჩვენ შევძლებთ, რომ ამომრჩეველს ავუხსნათ, თუ რის გაკეთება გვინდა და როგორ გვინდა შევცვალოთ ეს ქვეყანა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მგონია, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს აუცილებლად.

ეს არის, ჩემი აზრით, მთავარი, რაც ჩანდა ამ კვლევაში და ამ მიმართულებით, მგონია, რომ რაღაც ნაბიჯებს ჩვენ ვდგამთ. მათ შორის, ხვალ გვაქვს შეთახნმებაზე ხელმოწერა, რომელიც ეხება მართლმსაჯულების სისტემის დანარჩენ ნაწილს, ესაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, სუს-ი. მანამდე, ჩვენ უკვე შეთანხმებული ვართ, თუ როგორ ვაპირებთ რეფორმირება მოვახდინოთ სასამართლოში და ვაპირებთ ამ მიმართულებით კიდევ გაგრძელებას და ეკონომიკაზე და განათლებაზე გამზადებული გვაქვს ასევე შეთანხმება, რომელიც ასევე ხელმოსაწერი არის.

ეს მგონია, რომ არის სწორი გზა, რომ მოქალაქეებს ავუხსნათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არის ძალიან ჭრელი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ერთმანეთთან თანხვედრა არა აქვს - არც ღირებულების თვალსაზრისით და ხშირ შემთხვევაში ძალიან სკეპტიკურად არიან განწყობილნი ერთმანეთის მიმართ, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვახერხებთ რაღაც საკითხებზე დაჯდომას, საუბარს და რაღაცეების შეთანხმებას. მგონია, რომ ეგ არის მთავარი მესიჯი, რომელიც ოპოზიციიდან ახლა უნდა მიდიოდეს ამომრჩეველთან, რომ მომავალ პარლამენტში ქაოსი კი არ იქნება, არამედ, ოპოზიცია ჯამში შეძლებს რაღაცეებზე შეთანხმებას, მათ შორის, უმრავლესობის შექმნას, მთავრობის დაკომპლექტებას და კონკრეტული რაღაცეების გაკეთებას. ეს არის მთავარი, რაც მე დავინახე ამ კვლევაში"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • შანსები თანაბარია, თუ ოპოზიცია გონივრულად მოიქცევა, გავიმარჯვებთ - ზურაბ ჯაფარიძე Edison Research კვლევაზე
  • unipress