ამინდის პროგნოზი

ამინდი

გამოქვეყნებულია  3,012 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

7-8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. 7 აპრილს მოსალოდნელია ნალექი ბარში წვიმის, მთაში თოვლის სახით და ნისლი. 8 აპრილს ნალექი შესაძლოა ბარშიც ზოგან თოვლის სახით აღინიშნოს.

„8-9 აპრილს, ღამის საათებში, შიდა ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ბარში -2,-4, მთაში -4,-6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი