ჰოკეიში მსოფლიოს U20 ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული აშშ-ის ნაკრები გახდა.
ედმონტონში გამართულ ფინალში ამერიკელებმა ფავორიტი კანადა 2:0 დაამარცხა.
აშშ მეხუთედ გახდა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი.
ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები ფინეთმა დაისაკუთრა, რომელმაც მესამე ადგილისთვის მატჩში რუსეთი 4:1 დაამარცხა.
ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა ამერიკის ნაკრების ფორვარდი ტრევორ ზეგრასი, რომელმაც შვიდ მატჩში 18 ქულა (7 გოლი+11 პასი) დააგროვა.
ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ დაასახელა ამპლუების მიხედვით საუკეთესოები:
მეკარე – დევონ ლევი (კანადა);
მცველი – ტოპი ნიემელია (ფინეთი);
ფორვარდი – ტიმ შტიუცლე (გერმანია).
U20 -ის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:
მეკარე – დევონ ლევი (კანადა);
მცველები – ბოუენ ბაირამი (კანადა), ვილე ჰეინოლა (ფინეთი);
ფორვარდები – დილან კოზენსი (კანადა), ტიმ შტიუცლე (გერმანია), ტრევორ ზეგრასი (აშშ).

0 კომენტარი