"ქართული ოცნების" არაადეკვატურობის და მავნებლობის ლოგიკური შედეგია სტრატეგიული პარტნიორების რეაქცია

ბადრი ჯაფარიძე

გამოქვეყნებულია  310 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ქართული ოცნების" არაადეკვატურობის და მავნებლობის ლოგიკური შედეგია სტრატეგიული პარტნიორების რეაქცია, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, მმართველი პარტიის არაადეკვატურმა, მიზანმიმართულმა ქმედებებმა ქვეყნიდან ინვესტორები გააძევა.

“საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევის და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვის ლოგიკური შედეგია, რომ დღეს საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხების ნაწილი გაყინა. “ქართული ოცნების” არაადეკვატურმა და მიზანმიმართულმა მავნებლურმა მოქმედებებმა ქვეყნიდან გააძევა ინვესტორები და მოახდინა ინვესტიციების ექპროპრიაცია. სამწუხაროდ, პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ჩვენ მივიღეთ სანქციები კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის მხრიდან. ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკის და მავნე ჯაჭვური ქმედებების შედეგი”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ოქტომბრის არჩევნებს და მის დემოკრატიულობას, “ლელოს” ლიდერი აცხადებს, რომ ხელისუფლების დაპირების არ სჯერა, რადგან ისინი დაპირებებს არ ასრულებენ.

“დღევანდელი დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იქნება განსაკუთრებულად დემოკრატიული არჩევნები, რა თქმა უნდა, კარგია, უბრალოდ ჩვენ ამ ხელისუფლების დაპირების არ გვჯერა, ეს ხელისუფლება, როგორც წესი დაპირებას არ ასრულებს. ერთადერთი გამოსავალია, ოქტომბერში ეს ხელისუფლება გავისტუმროთ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან გადაუდებლად აღვადგინოთ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. საქართველო უნდა გამოვიყვანოთ კრიზისიდან და დავუბრუნოთ განვითარების პერსპექტივა, სადაც ინვესტორები მზად იქნებიან, განახორციელონ დიდი ინვესტიციები”, - აცხადებს ჯაფარიძე.

ინფორმაციას “ლელო საქართველოსთვის” პრესსამსახური ავრცელებს


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ქართული ოცნების" არაადეკვატურობის და მავნებლობის ლოგიკური შედეგია სტრატეგიული პარტნიორების რეაქცია
  • unipress