ქვეყანა შესულია უიმედობის ზღვაში და ადამიანებს ხელი აქვთ ჩაქნეული უკეთეს მომავალზე. ამ ყველაფერის შეცვლას კი სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები

დავით ბაქრაძე

გამოქვეყნებულია  148 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპულმა საქართველომ" ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად საპარლამენტო არჩევნებზე, არმაზ ახვლედიანი დაასახელა.

'ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, არმაზ ახვლედიანი არის პიროვნება, რომელმაც იცის თუ რა სჭირდება როგორც ბათუმელებს, ისე მთლიან საქართველოს გარდამტეხი ცვლილებებისათვის.

"ახლოვდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, შესაძლებლობა თითოეული ადამიანისა და ოჯახისთვის შეცვალოს საკუთარი ცხოვრება უკეთესობისაკენ. დღეს ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით, ქვეყანა შესულია უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისში, საიდანაც თითქოს გამოსავალი არ ჩანს, ქვეყანა შესულია უიმედობის ზღვაში და ადამიანებს ხელი აქვთ ჩაქნეული უკეთეს მომავალზე. ამ ყველაფერს კი სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და გუნდი, რომელიც იქნება მთელი საზოგადოებისა და ქვეყნის გზამკვლევი სწორი განვითარებისა და უკეთესი მომავლისაკენ.ასეთი გუნდი და გზამკვლევი არის ევროპული საქართველო და ეს არის გუნდი, რომელიც აერთიანებს კვალიფიციურ ადამიანებს და აცის თუ საით უნდა წაიყვანის ქვეყანა.

ძალიან მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც შემოუერთდა ევროპული საქართველოს გუნდს, ადამიანი, რომელიც არის თავისი ქალაქის, ბათუმის და თავისი ქვეყნის, საქართველოს ნამდვილი მოყვარული , ადამიანი, რომელმაც იცის რა სჭირდება ხალხს და რა უნდა გააკეთოს ხალხისათვის.

მოხარული ვარ, რომ ბათუმში, ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატად წარმოგიდგინოთ არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა." - განაცხადა დავით ბაქრაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ქვეყანა შესულია უიმედობის ზღვაში და ადამიანებს ხელი აქვთ ჩაქნეული უკეთეს მომავალზე. ამ ყველაფერის შეცვლას კი სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები
  • unipress