ალექსეი ნავალნი თავის არშემდგარ მკვლელს ესაუბრა (ვიდე)

ალექსეი ნავალნი

გამოქვეყნებულია  98 ნახვა განახლებულია 7 თვის წინ

რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ ვინმე კონსტანტინ კუდრიავცევთან სატელეფონო საუბრის ვიდეო და ტექსტი გამოაქვეყნა. ეს ადამიანი, ნავალნის თქმით, იყო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის 8 კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში მას ყველგან დაჰყვებოდა.

ჟურნალისტური გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ გახდა შესაძლებელი ამ 8 ადამიანის იდენტიფიცირება ისეთმა ავტორიტეტულმა მედიასაშუალებებმა ჩაატარეს, როგორიცაა Der Spiegel, CNN, The Insider, El Pais. მათ ამ გამოძიების შედეგები ერთდროულად ერთი კვირის წინ გამოაქვეყნეს.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, FSB-ს ოფიცერთა ჯგუფი ნავალნის ყველგან დაჰყვებოდა და მისი მოკვლა სულ მცირე  ორჯერ სცადა.

ნავალნი ირწმუნება, რომ ამ გამოძიების გამოქვეყნების დღეს მან და მისმა თანამოაზრეებმა სავარაუდო მკვლელობის მცდელობის 8 მონაწილეს დაურეკეს.

თავად ნავალნი ესაუბრა ერთ-ერთ მათგანს, სამხედრო ქიმიკოსს და FSB- ს ოფიცერს კონსტანტინ კუდრიავცევს, რომელსაც თავი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევს თანაშემწედ გააცნო. ზარი განხორციელდა კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, რომელიც ტელეფონის ნომრებს ცვლის- ნამდვილის ნაცვლად FSB-ს ნომერი იქნა გამოყენებული, რის გამოც ნავალნის თანამოსაუბრეს ეჭვი არაფერზე აუღია.

ნავალნიმ კონსტანტინ კუდრიავცევს სთხოვა გაეანალიზებინა, თუ რა შეცდომები დაუშვეს მკვლელობის მცდელობის დროს. კუდრიავცევმა  საუბრისას ნავალნის სათვალთვალო და მკვლელობის მცდელობები დაადასტურა.

ნავალნი ირწმუნება, რომ ამ ჩანაწერის ნამდვილობას მარტივი სასამართლო ექსპერტიზა დაადასტურებს.

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს რომ ნავალნის დევნის და სიდიადის ბოდვა აქვს.

ამონარიდები ნავალნის და კუდრიაცევის საუბრიდან: 

  • ნავალნი - რატომ დამთავრდა სპეცოპერაცია ასე, წარუმატებლად?

კუდრიავცევი - თვითმფრინავი მალე დასვეს, გამოიძახეს სასწრაფო, გაუწიეს სწრაფად პირველადი დახმარება, გადაიყვანეს საავადმყოფოში, ასე რომ არ მომხდარიყო, სხვა შედეგი დადგებოდა. 

ნავალნი - არსებობს თუ არა ალბათობა, რომ სპეცოპერაციაში მონაწილე რომელიმე პირი ნავალნის თავად დაენახა სახეზე და მათი ამოცნობა შეძლოს ?

კუდრიავცევი - ამის ალბათობა მინიმალურია.

  • ნავალნი - ოპერაციის ყველა მონაწილეს დაურეკეს?

კუდრიავცევი - მე პირველს დამირეკეთ, არავის არაფერი უთქვამს ამაზე, დაწვრილებით მკითხეთ ამ ოპერაციაზე... ცოტა არ იყოს, შოკირებული ვარ, ხვდებით ალბათ, რატომაც...

ნავალნი - წარმოიდგინეთ, მე როგორი შოკირებული ვარ, დილის 5-ზე დამირეკეს, მითხრეს ეს საქმე გამეკეთებინა... სხვებსაც დავურეკავ, ნუ გააფრთხილებთ, მათგანაც გულწრფელი პასუხები მჭირდება.

კუდრიავცევი - არავის ვეტყვი დეტალებს, მაგრამ დავუკავშირდები ახლა მაკშაკოვს. .... დარწმუნებული ხართ, რომ არ იქნება პრობლემა ასე ღია სატალეფონო ხაზით, რომ ვილაპარაკეთ დეტალებზე?

ნავალნი - ექსტრემალური სიტუაციაა, საიდუმლოებებზე არ გვისაუბრია


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ალექსეი ნავალნი თავის არშემდგარ მკვლელს ესაუბრა (ვიდე)
  • unipress