"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო აგიტაციაში იყენებს სკოლის პედაგოგებს

ბესიკ დონაძე

გამოქვეყნებულია  116 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" წევრმა ბესიკ დონაძემ ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეიტანა.

დონაძის თქმით, "ქართული ოცნების" კანდიდატი, წინასაარჩევნო აგიტაციაში იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, კერძოდ, მის ფეისბუქ გვერდზე განთავსებულია ვიდეო რგოლები, სადაც ზუგდიდის საარჩევნო ოლქის საზღვრებში არსებული სკოლების პედაგოგები და საბავშო ბაღის თანამშრომლები მონაწილეობენ და  მოუწოდებენ ამომრჩევლებს, ხმა მისცენ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს.

"ვიდეორგოლში კარგად ჩანს მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო ნომერი და ყველა საჭირო საარჩევნო სიმბოლიკა. გთხოვთ დაუყონებლივ რეაგირებას წინასაარჩევნო აგიტაციაში დარღვევით მონაწილეობისთვის მოხდეს ყველა დამრღვევი პირის დაჯარიმება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 79-ე მუხლის შესაბამისად" - ამბობს ბესიკ დონაძე

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო აგიტაციაში იყენებს სკოლის პედაგოგებს
  • unipress