"ქართული ოცნება" აპირებს, რომ საუბნო კომისიების თავჯდომარედ დანიშნოს მათთან აფილირებული პიროვნებები

ბესიკ დონაძე

გამოქვეყნებულია  135 ნახვა განახლებულია 12 თვის წინ

"ქართული ოცნება" აპირებს, რომ საუბნო კომისიების თავმჯდომარედ დანიშნოს მათთან აფილირებული პიროვნებები - "ევროპული საქართველოს" წევრი, ბესიკ დონაძე, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო კომისიების თავმჯდომარეებად "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირების არჩევას ეხმაურება.

ბესიკ დონაძის თქმით, 30 სექტემბერს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია აპირებს, რომ საუბნო კომისიების თავმჯდომარეებად დანიშნოს "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული პიროვნებები.

„ევროპულმა საქართველომ წინა ბრიფინგზე გაგაცანით იმ ადამიანების სია, რომლებიც დაკავშირებული არიან ქართულ ოცნებასთან და როგორც ნეიტრალური წევრები აირჩიეს საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიის წევრებად.დღეს წარმოგიდგინეთ სია ადამიანების, რომლებიც ქართულ ოცნებასთან არიან დაკავშრიბული, არიან სკოლის დირექტორები, არიან აიპ-ის თანამშრომლები, მერიის თანამშრომლები და 30 სექტემბერს, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომები გაიმართება და იხსნება უბნები, ამ ადამიანების არჩევას აპირებს ქართული ოცნება და ეს შეთანხმებულია საოლქო საარჩევნო კომისიასთან.

ეს ადამიანები იქნებიან საუბნო საარჩევნო კომისიების თავჯდომარეები. ეს ადამიანები გამოირჩევიან ხელისუფლებასან მორჩილებით, გამომდინარე იქიდან, რომ დაინტერესებულები არიან და მუშაობენ საჯარო სამსახურებში, არიან დასაქმებულები, აქვთ თანამდებობები. 30 სექტემბერს ამ ადამიანებს აირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული წევრები და ქართული ოცნების მიერ დანიშნული კომისიის წევრები.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალურად ჩვენს ხელთ არსებული რესურსით და კანონის შესაბამისად, რათა შევუშალოთ საოლქო კომისიას ხელი და არ მოხდეს ამ ადამიანების არჩევა. თუმცა, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, დაკომპლექტების წესი საარჩევნო კოდექსში არის იმგვარი, რომ უმრავლესობა აქვს ქართულ ოცნებას.

არცერთი ჩვენ მიერ წარმოდგენილი პიროვნება და კომისიის წევრი არ არის დამოუკიდებელი და თავისუფალი თავის არჩევანში, რადგან ეს ადამიანები დასაქმებულები არიან მერიის სტრუქტურებში, არიან სკოლის დირექტორები და გამომდინარე აქედან, რადგან ქართულ ოცნებას აქვს უმრავლესობა, სარგებლობს ამ პრივილეგიით და ხდება ამ მიკერძოებული ადამიანების არჩევა. ეს ადამიანები ასრულებენ პირდაპირ ქართული ოცნების შტაბის მითითებებს. საარჩევნო კანონდმებლობაში გაწერილია კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც არჩეული კომისიის წევრები არ უნდა იყვნენს მიკერძოებულები და ხელისუფლებასთან აფილირებული, ხოლო ამ პიროვნებების კომისიაში არჩევა არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას.“ -განაცხადა ბესიკ დონაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ქართული ოცნება" აპირებს, რომ საუბნო კომისიების თავჯდომარედ დანიშნოს მათთან აფილირებული პიროვნებები
  • unipress