ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ

ალექსეი ნავალნი

გამოქვეყნებულია  86 ნახვა განახლებულია 8 თვის წინ

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ევროკავშირს სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

"რუსეთის ხელისუფლების მიერ ალექსეი ნავალნის დაკავება სრულიად მიუღებელია. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. ევროკავშირმა სწრაფად უნდა იმოქმედოს და თუკი მას არ გაათავისუფლებენ, საჭიროა, ამ აღმაშფოთებელი აქტის საპასუხოდ შემზღუდავი ზომების დაწესება განვიხილოთ," - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აქვეყნებს.

ცნობისთვის, ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ
  • unipress