აშკარაა, რომ უცხოელი პარტნიორების შეფასებებზე გავლენა ექნება ასეთი ტიპის ძალადობას ხელისუფლების მხრიდან

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  84 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, აშშ- ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით.
სერგი კაპანაძის თქმით, ეს განცხადება კარგი სიგნალია ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, რომ შეწყვიტონ ამგვარი ტიპის ძალადობა. კაპანაძის თქმით, ეს განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ უცხოელი პარტნიორები ყურადღებით აკვირდებან საარჩევნო პროცესს და ასეთ ფაქტებს გავლენა ექნება მათ საბოლოო შეფასებაზე:                                     


"ჩვენ ვნახეთ აშშ-ის ელჩის განცხადება, რომელიც ეხება ბოლო პერიოდში საქართველოში მომრავლებულ ინციდენტებს და თავდასხმებს ოპოზიციის წარმომადგენლებზე. ეს განცხადება უნდა იყოს კარგი სიგნალი ხელისუფლებისათვის, მათ თუ ოდნავ მაინც პასუხისმგებლობის გრძნობა შერჩათ, უნდა შეწყვიტონ ესეთი ტიპის ქმედებები, იმიტომ, რომ ჯერ ერთი არაფერი არ გამოუვათ და ამით ისინი ფონს ვერ გავლენ და ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხდებიან და მეორე, აშკარაა, რომ ჩვენი პარტნიორები ყურადღებით უყურებენ აქ მიმდინარე პროცესებს და აშკარაა, რომ მათ შეფასებებზე გავლენა ექნება ასეთი ტიპის ძალადობას ხელისუფლების მხრიდან"
 

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • აშკარაა, რომ უცხოელი პარტნიორების შეფასებებზე გავლენა ექნება ასეთი ტიპის ძალადობას ხელისუფლების მხრიდან
  • unipress