დახურულ და ღია სივრცეებში სამზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვა იხსნება, თუმცა ეს შეზღუდვა ავტომობილით გადაადგილებისას კვლავ ძალაში რჩება

საზოგადოება

გამოქვეყნებულია  307 ნახვა განახლებულია 3 წელი წინ

საქართველოში როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში სამ ადამიანზე მეტის თავშეყრასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

თუმცა, მისივე თქმით, ავტროტრანსპორტით გადაადგილების დროს აღნიშნული შეზღუდვა ძალაში რჩება.

„მოიხსნას შეზღუდვა სამი ადამიანის შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება შეზღუდვა სამი ადამიანის გადაადგილების ავტოსატრანსპორტო შესაძლებლობით. მიუხედავად ყველაფრისა, ამ შეზღუდვას აქვს ძალზე მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რასაც ჩვენ, ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა. მოგეხსნეებათ, რომ პროფესიონალების რეკომენდაციები, ჩვენთვის ამ ნაწილში, განსაკუთრებით ეპიდემიასთან ბრძილაში, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • დახურულ და ღია სივრცეებში სამზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვა იხსნება, თუმცა ეს შეზღუდვა ავტომობილით გადაადგილებისას კვლავ ძალაში რჩება
  • unipress