ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმი რუსი ოპოზიციონერის, სერგეი ნავალნის სხვა საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგია, - ამის შესახებ ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს:
"მთავარმა ექიმმა თქვა, რომ ნავალნის ტრანსპორტირება არ შეიძლება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურია. გადაყვანაზე უარი და აკრძალვა ნიშნავს, რომ ალექსეის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ომსკის საავადმყოფოში დარჩენა აღჭურვილობის გარეშე, დიაგნოზის გარეშე, ამ მდგომაროებაში სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს".
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნის გერმანიაში ტრანსპორტირებისთვის თვითმფრინავი გერმანიიდან რუსეთში დღეს ჩაფრინდება

0 კომენტარი