ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა

ჯიმ რიში

გამოქვეყნებულია  120 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინასწარ პატიმრობას გულისხმობს, სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის,- ასე გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

"ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, საქართველოს მმართველობის შესახებ. ჩემი წუხილები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა", - აცხადებს ამერიკელი სენატორი, რომლის განცხადებასაც "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა
  • unipress